პროექტის „მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენა“ გახსნის ცერემონია

2024/8/7
2024 წლის 7 აგვისტოს, მესტიაში, პროექტის „მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენა“ გახსნის ცერემონია გაიმართა.
 
ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ბატონი მაიზერ ჯაფარიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბატონი კაპიტონ ჟორჟოლიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის მერი.
 
პროექტის ფარგელებში შეძენილი იქნა ერთი საზოგადოებრივი ავტობუსი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს 08:00-20:00 საათებში ორ მარშრუტზე, რომელიც გადის მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრში. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო სატრანსპოტო გადაადგილება, რაც გააუმჯობესებს დღეში 600 მაცხოვრებლისთვის ისეთ აუცილებელ სერვისებზე წვდომას, როგორიცაა საავადმყოფო, სკოლა, დღის ცენტრი, ბანკი და სხვა. გრანტის მოცულობა 72, 600 აშშ დოლარია.