საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით
2020/3/23
იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.
აღნიშნულ პოზიციაზე 22 მარტს დაგეგმილი ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნები არანაირ გავლენას არ მოახდენს. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.