საკონსულო განყოფილების განცხადება სავიზო განაცხადთან დაკავშირებით

2020/3/30
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საელჩომ გადაწყვიტა მიიღოს ახალი წესი სავიზო განაცხადთან დაკავშირებით.
30 მარტიდან საჭიროა წინასწარი ჩაწერა. განმცხადებელმა უნდა დარეკოს ნომერზე +995 32 2752111 და მხოლოდ საელჩოს თანამშრომლის დასტურის შემდეგ გამოცხადდეს საკონსულო განყოფილებაში.
წესი იმოქმედებს შემდეგ შეტყობინებამდე.