გრანტი საქართველოსთვის - იაპონური სამედიცინო პრეპარატი „ავიგანი“

2020/6/23
თერაპიული საშუალებების განვითარება მნიშვნელოვანია კორონავირუსის ინფექციასთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ  ჯერ არ არის დამტკიცებული „ავიგანის“ ეფექტურობა კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ, ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია ამ პრეპარატით, რომელიც ხელს უწყობს კორონა  ვირუსის გავრცელების აღმოფხვრას. იაპონია იმედოვნებს, რომ შეძლებს დააკმაყოფილოს თითოეული ქვეყნის თხოვნა და გეგმავს, რომ გააღრმავოს ამ პრეპარატის კლინიკური კვლევა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით.
ამ თვალსაზრისით, იაპონიამ მიიღო გადაწყვეტილება აღმოუჩინოს გადაუდებელი საგრანტო დახმარება იმ ქვეყნებს, სადაც დაფიქსირებულია  კორონავირუსით დაინფიცირება. საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცა „ავიგანი“ 100 დაინფიცირებული პირისთვის.
„ავიგანს“ გააჩნია ტერატოგენურობის გვერდითი ეფექტი, ამიტომ სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პრეპარატის დოზირებას და გამოყენებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამგვარად ხელს შევუწყობთ კლინიკური კვლევის გაღრმავებას.