საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება აფხაზეთში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ შესახებ
2022/3/29
იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს აფხაზეთში 12 და 26 მარტს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას.