საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" შესახებ

2022/4/11
იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას.