იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და სამუშაო ვახშამი
2022/12/15

15 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, დაიწყო შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ჰაიაში იოშიმასასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ილია დარჩიაშვილს შორის, რომელიც დაახლოებით 40 წუთში დასრულდა და გაგრძელდა დაახლოებით 50 წუთიანი სამუშაო ვახშმით. შეხვედრის მიმოხილვა შემდგომია:
1. დასაწყისში, მინისტრმა ჰაიაში გულწრფელად მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილის ვიზიტს იაპონიაში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ორი ქვეყანა იზიარებს ფუნდამენტურ ღირებულებებს და არიან პარტნიორები თავისუფალი და ღია, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წყობის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. აგრეთვე აღინიშნა, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
2. საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებენ ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის. მათ შორის რეგიონული კავშირგაბმულობის მიმართულებით. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა თანამშრომლობას კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტების გაუმჯობესებისა და დეკარბონიზაციის სფეროში, რომელიც ეფუძნება მიმდინარე წლის სექტემბერში გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს ორმხრივ საკრედიტო მექანიზმზე (JCM). საგარეო საქმეთა მინისტრები აგრეთვე შეთანხმდნენ ადამიანური რესურსების განვითარების თანამშრომლობაზე და მიესალმნენ, რომ 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება JICA-ს „საზღვარგარეთ თანამშრომლობის მოხალისეობის“ პროგრამა.
3. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული მდგომარეობის ფართო სპექტრზე, მათ შორის უკრაინაში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე მოვლენებზე. ამის საფუძველზე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, ისევე როგორც ფუნდამენტური ღირებულებების დაცვისა და კანონის უზენაესზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე.