ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის (სახანძრო მანქანების გადაცემა) ნოტების გაცვლის ცერემონია
2022/12/15

15 დეკემბერს, ტოკიოში შეხვედრის შემდეგ, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ჰაიაში იოშიმასასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ილია დარჩიაშვილს შორის გაიმართა ნოტების გაცვლის ცერემონია, რომელიც ეხებოდა 500 მილიონი იენის მოცულობის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას.
1. საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40% დაფარულია ტყით. ციცაბო მიწები და მოძველებული სახანძრო მანქანები წარმოადგენს დაბრკოლებას ხანძარსაწინააღმდეგო საქმიანობისთვის. კოლხური ტროპიკული ტყეები და ჭაობები საქართველოს აღმოსავლეთ-სამხრეთ ნაწილში შეტანილია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში მათი ძვირფასი ბიომრავალფეროვნების გამო. თუმცა, კლიმატის ცვლილებთან ერთად ტყის ხანძრების რიცხვი მკვეთრად იზრდება. დიდთოვლობის შედეგად მთიან რაიონებში ზამთარში გზები რამდენიმე კვირით იკეტება. ამიტომ, კატასტროფების პრევენციის მექანიზმის გაუმჯობესება გადაუდებელი საკითხია.
2. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას გადაეცემა იაპონური კომპანიების მიერ წარმოებული სახანძრო მანქანების კიბეები (30მ) და სახანძრო მანქანები წყლის ავზით (4000ლ).
3. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებას, სოციალური მომსახურების ხარისხისა და კატასტროფებისადმი მედეგობის გაუმჯობესებით.
(ცნობისთვის)
საქართველო მოიცავს 69 700 კვადრატულ კილომეტრს (იაპონიის მეხუთედი). მოსახლეობა 4 მილიონია (UNFPA, 2022). GNI არის 4,740 აშშ დოლარი (მსოფლიო ბანკი, 2021 წ.)