იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისი აღმატებულება ბატონი აკირა იმამურას გამოსამშვიდობებელი მიღება

2023/6/2


31 მაისს, თბილისში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისი აღმატებულება ბატონი აკირა იმამურას გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა. იაპონიის ელჩთან, რომელიც დიპლომატიურ მისიას ასრულებს საქართველოში, გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - ბატონმა ლაშა დარსალიამ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის სახელით მისმა აღმატებულებამ, წმინდა საყდრისის დესპანმა ჯოზე აველინო ბეტანკურმა და ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის ლექტორმა და ქართული ლიტერატურის მთარგმნელმა ბატონმა იასუჰირო კოჯიმამ. გამოსამშვიდობებელ საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა.