საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ოთარ შამუგიას.
2023/7/13

12 ივლისს, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ოთარ შამუგიას. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.