საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს.

2023/7/14

13 ივლისს, საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.