საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშა ხუციშვილს
2023/7/14

13 ივლისს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშა ხუციშვილს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ეკონომიკური ვითარებისა და ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხებზე.