საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს

2023/7/19


18 ივლისს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები იაპონელი მოქალაქეების დაცვისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.