საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა ვიცე-პრემიერ მინისტრს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს
2023/7/25

24 ივლისს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.