საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან 15 წლისთავზე

2023/8/8
ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებიდან მე-15 წლისთავზე, იაპონიის საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას და ხაზს უსვამს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
საელჩო შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ხაზს უსვამს 2023 წლის 7 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას: „ქვეყნის შიგნით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.“
 
იაპონია განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების მიმართულებით.