გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღის მუზეუმში (24 აგვისტო - 17 ოქტომბერი)
2023/8/25
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ 24 აგვისტოდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება იაპონიის საელჩოს, სიღნაღის მუზეუმისა და იაპონიის ფონდის თანამშრომლობით და ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.
გამოფენაზე შესაძლებლობა გექნებათ ახლოდან გაეცნოთ იაპონური თოჯინების კულტურას, მათი შექმნისა და განვითარების მრავალწლიან ისტორიას.
ექსპონატებს შორის თქვენ იხილავთ: „სეკკუ ნინგიო“-ს, რომლის წარმოშობაც ძველ დროში ავი სულებისგან განდევნის რიტუალებს უკავშირდება; “ბიჯუცუ ნინგიო“-ს, გამორჩეულს ოსტატური შესრულებითა და დახვეწილი ტექნიკით, „შომინ ნო ნინგიო“-ს, რომლის მთავარი ხიბლიც მასალების უბრალოებაშია და სხვა თოჯინებს.
ამგვარად, გამოფენაზე შეძლებთ თვალი ადევნოთ „თოჯინების კულტურის გავრცელების ისტორიას“ უძველესი დროიდან დღემდე.
24 აგვისტოს შედგა გამოფენის „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ გახსნის ცერემონია, სადაც სტუმრებს იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ და სიღნაღის მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა მარიამ ინანაშვილმა სიტყვით მიმართეს.
【ინფორმაცია გამოფენის შესახებ】
・თარიღი : 24 აგვისტო - 17 ოქტომბერი, 2023 წელი
・ადგილი: სიღნაღის მუზეუმი
・მისამართი : სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქ. სიღნაღი, შოთა რუსთაველის ქ. 8