საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს შეხვდა.

2023/9/14
12 სექტემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები დევნილთა მხარდაჭერისა და იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.