საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს, ბატონ რევაზ ჯაველიძეს შეხვდა.

2023/9/14
13 სექტემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს, ბატონ რევაზ ჯაველიძეს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.