საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონ თეა ახვლედიანს შეხვდა.
2023/9/29
26 სექტემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონ თეა ახვლედიანს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვის შესახებ.
