იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ შესავალი სიტყვა ბრძანა "ტოკიკო კატოსკონცერტზე", რომელიც ტარდებოდა საელჩოს მხარდაჭერით
2023/10/17

15 ოქტომბერს, იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ შესავალი სიტყვა ბრძანა „ტოკიკო კატოს კონცერტზე“, რომელიც ტარდებოდა იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით. ასევე გამოვიდა სიტყვით საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამინისტროების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და კულტურის მოღვაწეები, რამაც მისცა შესაძლებლობა მომხდარიყოს კულტურული გაცვლა იაპონიასა და საქართველოს შორის.