იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ რუსლან აბაშიძეს შეხვდა.

2023/10/20
18 ოქტომბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, ესტუმრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ რუსლან აბაშიძეს. 
მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების შესახებ ისაუბრეს.