იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს შეხვდა
2023/10/30
27 ოქტომბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
