იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარეს, პარლამენტის და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრს, ბატონ მამუკა მდინარაძეს შეხვდა.
2023/11/1
31 ოქტომბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარეს, პარლამენტისა და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრს, ბატონ მამუკა მდინარაძეს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იაპონიის ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.