იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს შეხვდა

2023/11/7
6 ნოემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის შემდგომი განვითარებისა და ხელშეწყობის თაობაზე აზრები გაცვალეს.