იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი - განცხადებების მიღება (2023 წელი 16 დეკემბერი)

2023/11/10
16 დეკემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსს  ჩაატარებს. ეს კონკურსი მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას გამოავლინონ თავიანთი იაპონური საუბრის უნარები, ასევე შეხვდნენ სხვა მოსწავლეებს, გაიღრმავონ ცოდნა იაპონიის შესახებ და განახლებული მოტივაციით განაგრძონ იაპონური ენის შესწავლა! განცხადების მიღების მოთხოვნები მოცემულია ქვემოთ. თქვენც გამოცადეთ საკუთარი თავი! ასევე შეგიძლიათ როგორც მაყურებელი დაესწროთ ღონისძიებას! (ღონისძიებაზე მოსული პირველი 50 ადამიანი შეძლებს დასწრებას)
 
ადგილი და დრო:
  • 16 დეკემბერი, 2023 წელი, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 219-ე აუდიტორია
ღონისძიების ფორმატი:
  • სიტყვით გამოსვლა ჟიურის 3 წევრის, აუდიტორიისა და სხვა კონკურსანტების წინაშე
(1) განაცხადის გაიდლაინი/სახელმძღვანელო:
  • შინაარსი და წესები:
    • დამწყები დონის კატეგორია: დროის ლიმიტი - 3 წუთი (3წუთი - 3.5 წუთი მაქსიმუმი). დამწყების დონის თემა  「なぜ日本語を学ぶのですか?」
    • საშუალო დონის კატეგორია: დროის ლიმიტი - 4 წუთი (4 წუთი - 4.5 წუთი მაქსიმუმი). საშუალო დონის თემა  「ジョージアの紹介」
    • მაღალი დონის კატეგორია: დროის ლიმიტი - 5 წუთი (5 წუთი - 5.5 წუთი მაქსიმუმი). მაღალი დონის თემა  「日本とジョージアの関係強化に必要なもの」
  • სიტყვა უნდა იყოს წარდგენილი მოცემულ თემებზე, კატეგორიის შესაბამისად
  • სიტყვით გამოსვლისას ფურცლების/ჩანაწერების გამოყენება არ დაიშვება (გამოყენების შემთხვევაში მოხდება ქულების დაკლება)
  • სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟიურის წევრები მონაწილეებს დაუსვამენ 3 კითხვას. ასევე იქნება შეფასებული, თუ როგორ გასცემთ კითხვაზე პასუხს.
  • მონაწილეებმა მღერისაგან, ცეკვისაგან, პოეზიის კითხვისაგან და პრეზენტაციების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავონ
※საელჩო განახორციელებს ღონისძიების განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღებას, საელჩოს ვებ-გვერდისთვის. ასევე, შეიძლება ღონისძიებას დაესწრონ მედიის წარმომადგენლები.
※თუ კი კონკურსანტმა გადააჭარბა მისთვის მოცემულ დროის ლიმიტს, მას შეაჩერებენ და ის ვერ დაასრულებს ბოლომდე სიტყვით გამოსვლას.
※განცხადებებში გამოგზავნილი მონახაზების განხილვისას შეიძლება შეიცვალოს კატეგორიები ან შეიძღუდოს კონკურსანტების რაოდენობა.
 
2 ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა:
  • დამწყები დონის კატეგორია:
JLPT (Japanese Language Proficiency Test) N5 ან N4 დონე
       https://www.jlpt.jp/about/levelsummary.html

       JLCAT (Japanese Language Communication Ability Test) A1 ან A2 დონე
       ​https://jlcat.org/examination_details.html     
  • საშუალო დონის კატეგორია:
       JLPT (Japanese Language Proficiency Test) N3 დონე
       https://www.jlpt.jp/about/levelsummary.html

       JLCAT (Japanese Language Communication Ability Test) B1 დონე
       https://jlcat.org/examination_details.html  
  • მაღალი დონის კატეგორია:
    • ყველა, ვინც საშუალო დონეზე მაღლაა (ასევე ვრცელდება იმათზეც, ვინც გაცვლითი კურსით სწავლობდა იაპონიაში)
  • საქართველოს მოქალაქე.ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. მონაწილეობის უფლება აქვთ არა მხოლოდ უნივერსიტეტებში იაპონისტიკის (Japan Studies) პროგრამაზე მოსწავლეებს, არამედ იმათაც, ვინც სწავლობს კერძო ენის ცენტრებში, კერძო მასწავლებლებთან ან თვითნასწავლია.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა:
  • 3 დეკემბერი, 2023 წელი (კვირა), 24:00 საათამდე

რეგისტრაცია:
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
https://forms.office.com/r/VTq4sdzxhY

※რეგისტრაციისას გთხოვთ გამოაგზავნოთ რეგისტრაციის ფორმის მე-10 პუნქტში მითითებულ მეილზე თქვენი სიტყვით გამოსვლის ტექსტის იაპონური და ქართული ვერსიები.

შეფასების კრიტერიუმები:
საელჩომ შეარჩია 3 ჟიური, რომლებიც შეაფასებენ მონაწილეებს ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. შეფასებითა და ქულის შეჯამებით, ჟიური გამოიტანს შემდგომ გადაწყვეტილებას.
 
ა: გამოსვლის შინაარსი (40 ქულა)

  • ორიგინალურობა (არა მხოლოდ საჯაროდ ცნობილი ფაქტები, არამედ გამომსვლელის პირადი მოსაზრებებიც. მესამე პირისთვისაც რამდენად საინტერესო იქნება მოცემული თემა)
  • არგუმენტაცია (რამდენად სიღრმისეულია თემის ანალიზი)
  • თემის სტრუქტურა და თანმიმდევრულობა (რამდენად ლოგიკურად სწორად და თანმიმდევრულად არის თემა აგებული)
ბ: წარდგენისა და მიწოდების უნარი (30 ქულა)
  • გამოთქმა (კონკურსანტი რამდენად კარგად და გასაგებად გამოთქვამს სიტყვებს)
  • წარდგენისა და მიწოდების უნარი (ნათლად და საინტერესოდ წარდგენის უნარი)
გ: კითხვებზე პასუხი (30 ქულა)
  • იაპონურად გამოთქმის უნარი (აზრების სათანადოდ და სწორად გადმოცემის უნარი)
  • კითხვის სწორად გააზრება და პასუხი (კითხვის სწორად გააზრების და შემდგომ შესაბამისი პასუხის გაცემის უნარი)
ჯილდოები:
I ადგილის სიგელი
II ადგილის სიგელი
III ადგილის სიგელი
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის
 
ღონისძიების პროგრამა
  1. გახსნის ცერემონია და კონკურის წესების ახსნა
  2. დამწყები დონის კონკურსანტების სიტყვით გამოსვლა
  3. მოკლე შესვენება
  4. საშუალო და მაღალი დონის კონკურსანტების სიტყვით გამოსვლა
  5. შეფასება / შესვენება
  6. დაჯილდოების ცერემონია
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: culture@mofa.go.jp
გთხოვთ თქვენი განცხადებები წარადგინოთ მაღლა მოცემულ ბმულზე.
 ელ.ფოსტაზე გამოგზავნილი განცხადებები არ განიხილება.