იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ნაცუმე სოსეკის „ათი ღამის სიზმრების“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა.

2023/11/16
12 ნოემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ნაცუმე სოსეკის „ათი ღამის სიზმრების“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართა „ექსპო ჯორჯიაში“. წიგნი ქართულ ენაზე თარგმნა ქალბატონმა თამთა ბოკერიამ და გამოიცა იაპონიის ფონდის დაფინანსებით.