იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს შეხვდა

2023/11/16
15 ნოემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. მხარეებმა ისაუბრეს იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.