იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი კანეკო მისუზუს ლექსების კრებულის ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე სიტყვით წარსდგა
2023/11/17
16 ნოემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა კანეკო მისუზუს ლექსების კრებულის ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართა მწერალთა სახლში. წიგნი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელშეწყობით იყო გამოცემული. წიგნი თარგმნა ქალბატონმა მარიამ წიკლაურმა, ბატონი იასუჰირო კოჯიმას რედაქტირებით.
