იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა

2023/11/17
16 ნოემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. საჯარო ლექციის თემა იყო „იაპონიის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები“.