იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს შეხვდა
2023/11/27
21 ნოემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს. მხარეებმა გაცვალეს აზრები უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
