იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვახტანგ ლეჟავას შეხვდა

2023/11/27
21 ნოემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვახტანგ ლეჟავას. მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.