პროექტის „ხობის მუნიციპალიტეტში სოციალური ზრუნვის ცენტრის რეაბილიტაცია“ ხელმოწერის ცერემონია

2023/11/28
2023 წლის 28 ნოემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - სოციალური ზრუნვის ცენტრის რეაბილიტაცია.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ და განათლებისა და განვითარების ცენტრ „თოლისკურის“ გამგეობის თავმჯდომარე გვანცა კიკალეიშვილმა.

ამ პროექტის ფარგლებში მოხდება სოციალური ზრუნვის ცენტრის რეაბილიტაცია, რათა უზრუნველყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისები შშმ პირებისთვის მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის; გრანტის მოცულობა: 70,200 აშშ დოლარი.