იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდარიშვილს
2023/12/14
11 დეკემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო პროცესის წარმართვასა და მხარდაჭერაზე.
