იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ქალბატონ მარიამ ლაშხს შეხვდა

2023/12/14
12 დეკემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრს, ქალბატონ მარიამ ლაშხს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე.