იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, ბატონ გიორგი პერტაიას შეხვდა
2024/1/29
25 იანვარს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, ბატონ გიორგი პერტაიას. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.