იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეს, ბატონ გივი მიქანაძეს შეხვდა
2024/2/5
2 თებერვალს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეს, ბატონ გივი მიქანაძეს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები განათლების სფეროში თანამშრომლობასა და უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით.
