იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს შეხვდა
2024/2/6
5 თებერვალს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის შემდგომი განვითარებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

