იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ქალბატონ ირინე დანელიას შეხვდა

2024/2/15
 
 

14 თებერვალს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ქალბატონ ირინე დანელიას. მხარეებმა კულტურული კავშირების გაძლიერების შესახებ აზრები გაცვალეს.

ელჩმა ასევე დაათვალიერა ბოტანიკურ ბაღში არსებული იაპონური ბაღი, რომელიც გაიხსნა 2016 წელს საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით და “იაპონიის ექსპო’70 ფონდის“ (“JAPAN EXPO’70 FUND”) და კომპანია JTI-ის( Japan Tobacco International) მხარდაჭერით.