იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს შეხვდა
2024/2/21


15 თებერვალს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმისა(JCM) და სხვა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ გაცვალეს მოსაზრებები.