იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ლევან ვეფხვაძეს შეხვდა

2024/2/21

19 თებერვალს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ლევან ვეფხვაძეს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმისა(JCM) და სხვა ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის თაობაზე გაცვალეს მოსაზრებები.