იაპონიის ელჩის, ბატონი იშიძუკა ჰიდეკის შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებთან
2024/3/13
7 მარტს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებს, ქალბატონ თამარ სირაძეს და ბატონ ანზორ ბერიძეს. მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.