იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას „იაპონიის დღეები 2024-ს“ დაესწრო

2024/3/13

7 მარტს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას „იაპონიის დღეები 2024-ს“ დაესწრო. ბატონი იშიძუკა ასევე შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიორგი ცხვედიანს და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს. მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.