იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ალექსანდრე წულაძეს

2024/3/13
12 მარტს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ალექსანდრე წულაძეს. მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.