იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა ვიცე-პრემიერ მინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს

2024/3/14
12 მარტს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა ვიცე-პრემიერ მინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის(JCM) ხელშეწყობასა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.