იაპონიის ელჩის ვიზიტი იამანაშის პრეფექტურაში
2024/4/2


25 მარტს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, იაპონიაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, იამანაშის პრეფექტურას ეწვია. ვიზიტისას, ელჩმა დაათვალიერა საკესა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების ობიექტები და გაცვალა მოსაზრებები დაკავშირებულ მხარეებთან საზღვარგარეთ საკესა და ღვინის პოპულარიზაციის შესაძლებლობების შესახებ. 26 მარტს, ელჩი შეხვდა იამანაშის პრეფექტურის გუბერნატორს, ბატონ ნაგასაკი კოტაროს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებზე იაპონიასა და საქართველოს შორის.