ელჩი იშიძუკას სიტყვით გამოსვლა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

2024/5/8
8 მაისს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ "International Staff Week-ს" დაესწრო.
პანელურ დისკუსიას, თემაზე „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი ევროკავშირში ინტეგრაციაში“, ასევე ესწრებოდნენ სხვა ქვეყნის ელჩებიც.
ელჩი იშიძუკა სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და იაპონიის დიპლომატიურ სტრატეგიაზე. მან ასევე დამსწრე საზოგადოებას იაპონიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა (MEXT) გააცნო.