იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა დაესწრო Mitsubishi Motors Georgia-ს (Caucasus Motors) ახალი მოდელის წარდგენის ღონისძიებას

2024/6/10

7 ივნისს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, იაპონური კომპანიების უცხოურ ბაზარზე გაფართოების მხარდასაჭერად, დაესწრო და სიტყვით გამოვიდა „Mitsubishi Motors Corporation Georgia-ს“ (Caucasus Motors) ახალი მოდელის წარდგენის ცერემონიალზე.