იაპონიის ელჩის, ბატონი იშიძუკა ჰიდეკის საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2024/6/13

13 ივნისს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „იაპონიის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები“.

ელჩმა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დამსწრე სტუდენტებს იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობის, ასევე იაპონიის საგარეო პოლიტიკაზე ესაუბრა.