იაპონიის ელჩის, ბატონი იშიძუკა ჰიდეკის მონაწილეობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პროექტის წარდგენის ღონისძიებაში

2024/7/3
  

3 ივლისს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტის „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ პრეზენტაციაზე. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ გაძლიერებას.