იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი სიტყვით გამოვიდა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე “ადრეული განათლება და ზრუნვა”
2024/9/26
26 სექტემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე “ადრეული განათლება და ზრუნვა”. ელჩმა იშიძუკამ კონფერენციის გახსნით სიტყვაში ისაუბრა იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებულ მხარდაჭერაზე, კერძოდ, ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების ექსპერტულ და ტექნიკურ თანამშრომლობაზე.




